ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონატზე უშეცდომოდ გამოვიდა და მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულა

Read Time:27 Second

ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. დღეს შეჯიბრებაში ჩაერთო საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარმოადგინა და საუკეთესო შედეგი უჩვენა.

გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 69.81 ქულა მოაგროვა, ერთი შეცდომაც არ დაუშვია და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

იგი ევროპის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქალთა შორის თავისუფალი პროგრამაც კარგად წარმოადგინოს. ეს შეჯიბრება 28 იანვარს თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება.

27 იანვარს ფინეთის ყინულზე გამოვლენ მოცეკვავე წყვილები – გიორგი რევია და მარია კაზაკოვა. ამავე დღეს კაცთა შეჯიბრებაში თავსუფალ პროგრამას წარმოადგენენ მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე – ჩვენი დროის უთვალსაჩინოეს რეჟისორ ელდარ შენგელაიას გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს, თქვენი განსხვავებული ხედვა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს წარმოადგენს
Next post ზურმუხტისფერი – თბილისის ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში განათდა