ამ საუბრის შემდეგ, 40 წუთში გავიგე რომ ლაშა გარდაიცვალა – ჩემში რევოლუცია მოხდა – ილო ბეროშვილი ნარკოტიკების მოხმარებაზე

Read Time:2 Minute, 5 Second

მსახიობმა, შოუმენმა ილო ბეროშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც ის ნარკომომხმარებელი იყო. როგორც ბეროშვილი იხსენებს, პირველად მარიხუანა გასინჯა, რის შემდეგაც მძიმე ნარკომანიას მიჰყო ხელი. ილო ბეროშვილმა იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც თვლიან, რომ კლუბური ნარკოტიკი სიცოცხლისთვის სარისკო არ არის და აღნიშნა, რომ საკითხის რომანტიზების ფონზე, ადამიანების დიდი საფრთხის წინაშე დგებიან.

„მე ხომ ფეხბურთელი ვიყავი, 24 წლის ასაკამდე სიგარეტსაც არ ვეწეოდი. მერე ტრავმა მივიღე, ამის გამო სტერსში ვიყავი… მერე ბოჰემურ წრეში მოვხვდი, მათი ცხოვრების წესის ნაწილი იყო ეს… იქ მიღებული იყო მოსაწევიც, დალევაც…. აქედან გაჩნდა ეს პრობლემა ჩემს ცხოვრებაში…

მე ამ თემას არასდროს ვმალავ, ბევრი ადაიანია საქართველოში ვინც ამას ემსხვერპლა და იქიდან გამომდინარე, რომ მე ამ პრობლემას რაღაცნაირად თავი დავაღწიე, მინდა, რომ რაღაც ვურჩიო ადამიანებს და იცოდნენ რას უფრთხილდნენ. ახალი თაობა მოდის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტით იყვნენ დაკავებულნი და იგივე შეცდომები არ დაუშვან რაც მე დავუშვი. როდესაც ამ პრობლემის წინაშეა ადამიანი – უმართავია. ხელოვან ადაიამებს, მუსიკოსებს ზოგჯერ ჰგონიათ, რომ „მე ვარ და არაუშავს…“ , ამ თემის რომანტიზება ხდება, იქ კურტ კობეინი, „როლინგ სთოუნსი“ და ამგვარი მაგალითები მოყავს. ფიქრობენ, რომ არაუშავს; როგორც ახლა ხდება, კლუბურ ნარკოტიკზე ჰგონიათ, – „მერე რა”. ელექტრონულ მუსიკასთან არის კავშირში და უბანში ვინც უბრალოდ ნარკომანია, ისინი უფრო ცუდ ტიპებად აღიქმებიან, მაგრამ სინამდვილეში ერთი და იგივეა ეს… შენ რომ რაღაც უცნაურად გაცვია, უფრო მეტი გემოვნება გაქვს და უფრო მეტი მუსიკა გაქვს მოსმენილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არის ერთნაირი. 
როდესაც გავაანალიზე, რომ მე ვარ მომხმარებელი და საბოლოოდ მივხვდი, რომ დამოკიდებული ვარ, ერთი მხრივ, საშინელი გასაანალიზებელი იყო, მაგრამ მეორე მხრივ, ნელ-ნელა იწყებ აზრზე მოსვლას. 
ჩემში რევოლუცია კიდევ ერთმა ფაქტმაც მოახდინა. ჩემი ერთი ძალიან ახლო მეგობარი იყო, ლაშა, იმავე პრობლემით და იმ პერიოდში ერთად გადავიწყვიტეთ, რომ ეს გზა აღარ გაგვეგრძელებინა და ასეც მოვიქეცით. დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ დამირეკა და კიდევ ერთხელ შევცდით… მერე მეორე დღესაც დამირეკა, სახლში ვიყავი და წინა დღის შეცდნილ ამბავს ძალიან ვნანობდი, განვიცდიდი და კვლავ იგივე შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ არ ვიცი რატომ და უარი ვუთხარი. ერთხელ რომ შევცდით, მოდი აღარ გვინდა-მეთქი, ტელეფონზე ვესაუბრებოდი, არ მიყვარს მისტიფიცირება, მაგრამ რაღაცნაირად შინაგანად ვგრძნოდი, რომ არ უნდა წავსულიყავი, თან ისე იყო, რომ ბავშვთან ერთად ვიყავი და გარეფაქტორებმაც ხელი შემიწყო, ამასთან, შინაგანადაც რაღაც მაკავებდა… ამ საუბრის შემდეგ დაახლოებით 40 წუთში ვიგებ, რომ ლაშა გარდაიცვალა. 
და როდესაც ასეთი რაღაცები ხდება, შენ უნდა ადგე და დააფასო ეს… ჯერ შენთის საყვარელი ადამიანი, მეგობარი გიკვდება ეს რამხელა გადაფასებას გაწყებინებს შენი თავის და სიტუაციის აღქმის… და მერე მითუმეტეს ხვდები, რომ სიკვდილთან ორი ნაბიჯი შენც გაშორებდა.. 
ადამიანებს ფიქრობენ – „ეს მე არ დამემართება, მე გავაკონტორლებ…“ , თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ პრობლემის გამო“, – ამბობს ილო ბეროშვილი.

marshalpress.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელიც ნიუ-იორკის საუკეთესო პოლიციელად დასახელდა
Next post ნაცუ ბაშოს ტურნირზე ტოჩინოშინმა ზედიზედ მეცხრედ გაიმარჯვა