აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:49 Second

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კორონავირუსის ახალი ერთეული შემთხვევა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები.

„ზოგადად, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა შემთხვევის წყარო ვიცით და სიტუაცია კონტროლირებადია. კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაცია, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო – პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ნიღბების ტარება, თავის არიდება დიდი შეკრებებისგან, დისტანცირება. ის ფაქტი, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები გვაქვს ყოველდღიურად, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში დღეს გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულთა კონტაქტია, ექვსი კი, იმპორტირებულია.

„ახალი პაციენტების კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა ახალი შემთხვევის ინფექციის წყარო დადგენილია. დღევანდელი რიცხვით ქვეყანაში არის 906 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დადასტურებულია რვა ახალი შემთხვევა, აქედან ორი არის ადრე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტი და ექვსი არის იმპორტირებული შემთხვევა, სხვადასხვა ქვეყნიდან. ხუთი შემთხვევა დაადასტურა ლუგარის ლაბორატორიამ, ერთი „ნიუ ჰოსპიტალმა“, ერთი ინფექციურმა და ერთიც – „ნეო ლაბმა“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები