მარტი 29, 2024
0 0
Read Time:34 Second

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლაბორატორიულად მხოლოდ ერთი ე.წ. სამხრეთ აფრიკული და 18 ინდური შტამია დადასტურებული, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი შტამებით ბევრად მეტი ადამიანია ინფიცირებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში, 80%-დან 90%-მდე, ე.წ. ბრიტანული შტამი დომინირებს, რის გამოც, ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი სტაბილურდება.

„ბოლო პერიოდში, ლაბორატორიულად დადასტურდა ერთი სამხრეთ აფრიკული და 18-მდე ინდური შტამი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ 18 ადამიანს აქვს ეს შტამი. ის, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკული შტამი, გაცილებით მეტ ადამიანს აქვს. ძირითადად, ქვეყანაში ბრიტანული შტამი დომინირებს. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ეს გაუმჯობესება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. არსებობს სიტუაციის გაუარესების მაღალი რისკი. ამის საწინააღმდეგოდ, აუცილებელია რამდენიმე ღონისძიების მუდმივად გატარება“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები