აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:44 Second

ჩვენ ეგრეთ წოდებულ მასობრივ იმუნიზაციაზე დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ. მასობრივ იმუნიზაციაში ვგულისხმობ, როდესაც სულ მცირე ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა გვექნება მარაგში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წლის განმავლობაში საქართველო სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინას მიიღებს.

„ქვეყანაში საინფორმაციო კამპანია თანდათან გაძლიერდება. გვექნება არა მარტო ჩინეთის წარმოების ვაქცინა, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ სამინისტროში მოვიდა კონტრაქტი მეორე ძალიან პერსპექტიულ ვაქცინაზე, ეს არის „ნოვოვაქსის“ ვაქცინა. დაახლოებით ორი თვეა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. „ნოვოვაქსი“ ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. მან მისცა ინდოეთის „სერუმ ინსტიტუტს“ ლიცენზია მილიარდი დოზის წარმოებაზე, რომლითაც „კოვაქსიც“ უნდა მომარაგდეს. გარდა „კოვაქსისა“, პირდაპირი მოლაპარაკება გვაქვს „სერუმ ინსტიტუტთან“. ახლა საუბარი მიმდინარეობს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის მილიონი დოზის შესყიდვის თაობაზე.

ამას გარდა, ქვეყანა პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ფაიზერთან“ არა „კოვაქსის“ გავლით, არამედ პირდაპირ „ფაიზერიდან“ შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით „ფაიზერისგან” მოწოდების პირობებს. ასევე, მოლაპარაკებებია „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. ამიტომ, წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინა იქნება ქვეყანაში, მათ შორის თავისთავად იქნება „ასტრაზენეკა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები