ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამ პერიოდიდან 120 დღის შემდეგ პირდაპირ ეთერში ნამდვილად ავიცრები

Read Time:31 Second

დასამალი არ არის, მქონდა კოვიდი, 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამიტომ როგორც წესია და მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს, უნდა ავიცრა 120 დღის შემდეგ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წესის თანახმად, მას აცრა დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ უწევს და როგორც კი შეეძლება, პირდაპირ ეთერში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გაიკეთებს.

„გუშინ არასწორი ინტერპრეტაციები იყო, რატომ არ ავიცერი. იცით, გრიპზე ერთ-ერთი პირველი ვიცრები ხოლმე. დასამალი არ არის, მქონდა კოვიდი, 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამიტომ როგორც წესია და მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს, უნდა ავიცრა 120 დღის შემდეგ. ანუ როგორც კი 29 დეკემბრიდან 120 დღე გადაითვლება, შემეძლება, პირდაპირ ეთერში ავიცრა. დარწმუნებული იყავით, ამას ნამდვილად გავაკეთებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება
Next post ეკატერინე ტიკარაძე: პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში ჩართული იქნება კერძო სექტორიც