ამირან გამყრელიძე: თუ ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს ავცრით, სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება და კორონავირუსი დამარცხდება

Read Time:44 Second

ჩვენი სამიზნე არის, რომ ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა და მოზრდილი მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით 2,8 მილიონია, მისი 60%, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი. თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, პირველი 3 თვის განმავლობაში არ აიცრებიან.

„ზოგიერთ ადამიანს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს და მათ გარკვეული იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ჩვენი ბოლო რეგულაციებით დადგენილია, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს არ აიცრება. ჩვენი სამიზნე არის, რომ ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა და მოზრდილი მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით 2,8 მილიონია, მისი 60%, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი. თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: მიზანმიმართულად მიმდინარეობს მასირებული პროპაგანდა, როგორმე გადაკვალიფიცირდეს „კარტოგრაფების საქმე“
Next post საქსტატი: 2019 წლის მონაცემებით, ქალი სკოლის მასწავლებლების რაოდენობა 6.5-ჯერ აღემატება კაცი პედაგოგების რაოდენობას