მარტი 29, 2024
0 0
Read Time:21 Second

თუ ისე გავივლით მარტსა და აპრილს, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღას ავცდებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მესამე ტალღას ამ ეტაპზე პირბადე შეაჩერებს.

„მესამე ტალღის რისკი არის. თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს და დაწესებულ რეგულაციებს, მესამე ტალღის რისკი არსებობს. მესამე ტალღას ამ ეტაპზე შეაჩერებს პირბადე. ასევე, უფრო მეტად უნდა დავიცვათ დისტანცია, მოვერიდოთ თავშეყრას. ვაქცინაცია კარგია, მაგრამ მას დაუყოვნებელი ეფექტი არ აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები