ამირან გამყრელიძე – ვაქცინირებული უნდა იყოს სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი, აცრა ჩატარებული უნდა ჰქონდეთ მშობლებს, მაშინ არ დაგვჭირდება დისტანციურ რეჟიმზე სკოლების გადაყვანა

Read Time:29 Second

მშობლები და მასწავლებლები არ არიან აცრილნი, ამიტომ გადადის ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კლასი და სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მასწავლებლების მხოლოდ 52%-ია ორჯერადად აცრილი.

„ვაქცინირებული უნდა იყოს ყველა მასწავლებელი და სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი. ვაქცინაცია ჩატარებული უნდა ჰქონდეს ყველა მშობელს, მაშინ არ დაგვჭირდება სკოლების გადაყვანა დისტანციურ რეჟიმზე. ყველამ კარგად ვიცით, სწავლის საკლასო ფორმას ბავშვის განათლებასა და განვითარებისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით დაბალ კლასებში, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ავიცრათ. კიდევ ერთხელ მივმართავ პედაგოგებს, ავიცრათ, თუ გვინდა, რომ სწავლა იყოს უსაფრთხო და ბავშვებმა ისწავლონ სკოლაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22 – ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება
Next post პრეზიდენტი – არ არსებობს საზოგადოება, რომელიც პატივს არ სცემს თავის ვეტერანებს და ჰყავს ძლიერი ჯარი – ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება