ამირან გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს

Read Time:42 Second

დღეს ქვეყანაში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავონ მსგავსი შეკრებებისგან და ამასთანავე, ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„დღეს ქვეყანაში, სხვადასხვა რეგიონში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს. საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რომ სოლიდარული უნდა ვიყოთ და ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ მსგავსი შეკრებებისგან. ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში. გვინდა ისევ ის, რაც ნოემბერსა და დეკემბერში იყო? ვაქცინაცია უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. ახლა ქვეყანაში ვაქცინების 100 000-ზე მეტი დოზის მარაგი გვაქვს. დღეს 1 300-ზე ცოტა მეტი ადამიანი აიცრა. ამ ეტაპზე, აპრილ-მაისში სულ მცირე 3 000-4 000 ადამიანის ყოველდღიურად აცრა გვჭირდება. დღეს გამოცხადდა, რომ იგეგმება ვაქცინაციის გაფართოება, ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფის, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ ადამიანები არ მიდიან აცრაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაშლიჯვარში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით
Next post დავით ზალკალიანი ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე: ეს არის რუსეთის ფედერაციის უკანონო ოკუპაციის შედეგი