აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 29 Second

ეს ის კაცია, ბოროტი ენები რომ ამბობენ, რუსეთს აღიარებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ და სურვილი აქვს თავშესაფარი მოიპოვოს? – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე რუსეთში მცხოვრები აშშ-ს მოქალაქის, პატრიკ დაუნის ინტერვიუს, რომელიც გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა.

რესპონდენტი ყვებოდა, რომ თითქოს წლების წინ ბერა და უტა ივანიშვილებს ინგლისურს ასწავლიდა, რა დროსაც ის მოწამლეს.

„ეს ის კაცია ბოროტი ენები რომ ამბობენ, რომ რუსეთს აღიარებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ და შესაბამისად, სურვილი აქვს თავშესაფარი მოიპოვოს? მაშინ აღარ ღირს ამაზე დისკუსიის და თემის გაგრძელება, მე მგონი, ყველაფერი ცხადია. არსებობს დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის კანონი ფილოსოფიაში და მგონი ამით ყველაფერი ნათელია,“ – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

ღია წყაროებით ცნობილია, რომ პატრიკ დაუნი არის ძებნილი აშშ-ში ძალადობის, რასიზმის და ჰომოფობიის ბრალდებით. მას ასევე აკრძალული აქვს ინგლისში შესვლა და ირლანდიაში გასამართლებულია ორ პოლიციელზე თავდასხმისთვის.

ირკვევა, რომ აშშ-ს არმიის ყოფილი საზღვაო ქვეითი პატრიკ დაუნი რუსეთში პოლიტიკურ თავშესაფარს 2012 წელს ითხოვდა. ამ თხოვნით მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართა.

2012 წელს საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ დაუნის მტკიცებით, ამის მიზეზი გახდა მის მიერ გამოქვეყნებული მასალები, რომელიც შეეხებოდა შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი.

დაუნის თქმით, აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, მან გადაწყვიტა ინფორმაციის გამოქვეყნება, თუმცა, პრესამ უარი თქვა სენსაციური მასალის გამოქვეყნებაზე.

პირველ ჯერზე დაუნის მიმართვაზე რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლების რეაგირება არ მოუხდენია, თუმცა მალევე მოსკოვში მოიძებნა ხალხი, რომლებიც მას დაეხმარნენ და თავშესაფარი მისცეს ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტაციის გარეშე.

2012 წელს მიცემულ ინტერვიუში დაუნი ამბობდა, რომ „რუსეთი დიადი ქვეყანაა დიდი მომავლით, იქ ძალიან მოსწონს და მისთვის გაუგებარია, რატომ ხედავს აშშ რუსეთში მტერს“.

„აშშ-ში ხელისუფლების სამი შტოა და ისინი რუსეთის განადგურებას გეგმავენ. ჩვენს ქვეყანას მართავენ ბანკები – დიდი დანაშაულებრივი სინდიკატის წევრები. რაც შეეხება მათ მოღვაწეობას, ამაზე არ საუბრობენ. არ არის თავისუფალი პრესა, არ არის დაცული კონსტიტუცია, ილახება ადამიანის უფლებები, ყვავის კორუფცია და შპიონაჟი. მე მინდა ვიცხოვრო ამ ქვეყანაში [რუსეთი], რომელიც აუცილებლად გახდება ჩემი სახლი“ – ამბობდა პატრიკ დაუნი ინტერვიუში.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები