ალუდა ღუდუშაური: ჩვენი ოპონენტები კიდევ ერთხელ ვერ გასცდნენ ვიწროპარტიულ ინტერესებს – მათ ჩაშალეს მოლაპარაკება

Read Time:35 Second
ბატონმა აკაკი მინაშვილმა ნათლად დააფიქსირა, რომ ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან მოუტანია ის კომპრომისი, რომ უბრალოდ, მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური.
 
„ისინი საუბრობენ, რომ მოლაპარაკება უნდა შედგეს და შეთანხმება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები კიდევ ერთხელ ვერ გასცდნენ ვიწროპარტიულ, პირადი ინტერესებით ნაკარნახევ პოზიციას. მათ ჩაშალეს მოლაპარაკება. როდესაც პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ის სრულად ეკისრება ჩვენს ოპონენტებს“, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
 
გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი: ოპოზიციის ულტიმატუმია ხელისუფლებამ „თავზე ნაცარი წაიყაროს“
Next post ბიძინა კულუმბეგოვი ექთნის გარდაცვალებაზე: ერთი შეხედვით, ყველაფერი გაკეთდა და თითქოს, მას არაფერი დააკლდა – საბოლოო შეფასება კომისიამ უნდა დადოს