ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსი რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს, თუმცა მობილიზაცია არ იქნება

Read Time:29 Second

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი უკრინაში მიმდინარე რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს, თუმცა მობილიზაცია არ იქნება. ლუკაშენკომ ამის შესახებ განცხადება სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ამასთან ლუკაშენკო უარყოფს, რომ რუსეთის დასახმარებლად ის უკრაინაში სამხედროებს გზავნის. მისი თქმით, მონაწილეობა დაჭრილების მკურნალობაში, ასევე, ლტოლვილთა მიღებასა და იმაზე გამოიხატება, რომ ბელარუსი არ უშვებს კონფლიქტის ბელარუსის ტერიტორიაზე გავრცელებას.

„ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენს სამხედროებს არსად არ ვგზავნით. არ ვარღვევთ ჩვენს მოვალეობებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების დროს ბელარუსმა რუსეთს შეიარაღებული ძალების გასათავსებლად საკუთარი ტერიტორია შესთავაზა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტები იქნა გაშვებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას და მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს – ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი