ალეკ ბოლდუინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია:ნიუ-მექსიკოში ფილმის გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით ერთი ქალი მოკლა, მამაკაცი კი დაჭრა

Read Time:27 Second

ალეკ ბოლდუინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის, ამ დროისთვის, დაკავებული არ არის. ფილმის გადაღების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა – როგორც სააგენტო AFP-ს პოლიციაში განუცხადეს, მსახიობი სამართალდამცველებთან თავადვე მივიდა და გამოკითხვის შემდეგ მან შენობა დატოვა. 

ნიუ-მექსიკოში ფილმის გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით ერთი ქალი მოკლა, მამაკაცი კი დაჭრა.

შემთხვევა ვესტერნის, სახელწოდებით Rust გადაღების დროს მოხდა.

42 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი, ფილმის რეჟისორი, ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს, დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა პოლიციელმა და ოფიცერმა პირველ რიგში საკუთარ მუნდირს უნდა სცეს პატივი, ვისაც პარტიულ მუშაობაში მონაწილეობა უნდა, ეს მათი არჩევანია
Next post ნანა ქადაგიშვილი-2003 წელს, ბანკში, რომელშიც ჩემმა მეუღლემ ინვესტორები შემოიყვანა, მოვიდა გივი თარგამაძე და  რევოლუციის დასაფინანსებლად, დიდი თანხა მოითხოვა, კატეგორიული უარის შემდეგ, შავ სიაში შეგვიყვანეს.ჩემი მეუღლე 8 წელი, მე კი 5 თვე მამყოფეს ციხეში.