ალეკო ელისაშვილი: ჩემთვის დავით კეზერაშვილი იყო, არის და მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი

Read Time:47 Second

ჩემთვის დავით კეზერაშვილი მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი, ეს იყო ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით დაგრიალებს ევროპაში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას: „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

ალეკო ელისაშვილის თქმით, არ იცის, ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებში რა როლს თამაშობს კეზერაშვილი, მაგრამ მისი განცხადებით, აფინანსებს მედიას და შესაძლოა, გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებსაც.

„ჩემთვის დავით კეზერაშვილი იყო, არის და მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი. ადამიანი, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ, ომის დროს თავდაცვის მინისტრი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით ცხოვრობს და დაგრიალებს ევროპაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გუშინ განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „ეს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ, ევროპული სტანდარტის შესაბამისად“
Next post რატი ბრეგაძე: „საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე“