ალეკო ელისაშვილი – ყველა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდამ, ვისაც ასაკი ხელს უწყობს, უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი, ამას ჩემი შვილებით დავიწყებდი

Read Time:1 Minute, 9 Second

ყველა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდამ, ვისაც ასაკი ხელს უწყობს, უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი, ამას ჩემი შვილებით დავიწყებდი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს სამხედრო ბიუჯეტისთვის ქვეყნის შიდა პროდუქტის მხოლოდ ერთი პროცენტი აქვს გამოყოფილი, რაც, მისი თქმით, ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ქვეყანამ თავდაცვა გააძლიეროს.

„მაშინ, როცა რეგიონში ყველა ჩვენი მეზობელი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული, რას უნდა აკეთებდეს ჩვენი ხელისუფლება? – უნდა აძლიერებდეს ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას, აყალიბებდეს ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, ყიდულობდეს მძიმე შეიარაღებას.

გაოგნებული ვარ „ქართული ოცნების“ არხეინობით. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჩვენს რეგიონში ყველა ჩვენი მეზობელი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული. ამ დროს ჩვენ რას უნდა ვაკეთებდეთ? ჩემი აზრით, ნორმალური ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ აძლიერებდეს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, უნდა აღადგენდეს და მწყობრში მოჰყავდეს განადგურებული სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა, აყალიბებდეს ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, ფეხზე აყენებდეს სამხედრო მრეწველობას, ყიდულობდეს მძიმე შეიარაღებას. სახელმწიფომ უნდა აღადგინოს საყოველთაო გაწვევა. ყველა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდამ, ვისაც ასაკი ხელს უწყობს, უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი და ამას ჩემი შვილებით დავიწყებდი. ყველა მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რომ ომის შემთხვევაში, თავის დაცვა შევძლოთ. ბიუჯეტში შემოვიდა ცვლილებები და 480 მილიონიდან 80 მილიონი მიდის თავდაცვაზე, საიდანაც ახალი იარაღის შესყიდვაზე გამოყოფილია მხოლოდ 20 მილიონი ლარი. ეს არის არაადეკვატურობის მწვერვალი. არ ვიცი, რის იმედად ვართ, ასე არხეინად როდემდე შეიძლება, ვიყოთ? პოლონეთის მაგალითს ვიტყვი, რომ სამხედრო ბიუჯეტი ქვეყნის შიდა პროდუქტის 5 პროცენტია, ამ დროს ჩვენ ერთი პროცენტიც კი არ გვაქვს ამისთვის გამოყოფილი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: ბევრმა ადამიანმა მოგვმართა, რომ მათ ჩვენთან სურთ გაერთიანება – იქნებიან პოლიტიკოსებიც, საზოგადო მოღვაწეებიც
Next post „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს