მარტი 29, 2024
0 0
Read Time:35 Second

ახლა მიდის გადაჯგუფება ოპოზიციაში, ორად ყალიბდება ოპოზიციური სპექტრი – ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ადარდებთ ხალხის პრობლემები და პარტიები, რომლებსაც ნებისმიერ ფასად სურთ ხელისუფლებაში მოსვლა,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, რომელი ოპოზიციური პარტია რომელ მხარეს პოზიციონირებს, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა არ ეკუთვნის იმ ოპოზიციურ პარტიას, ვინც ხალხზე ზრუნავს, რადგან მას და მის გარშემო არსებულ რამდენიმე პარტიას ხელისუფლებაში მოსვლა სურთ.

„ახლა მიდის გადაჯგუფება ოპოზიციაში, ორად ყალიბდება ოპოზიციური სპექტრი – ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ადარდებთ ხალხის პრობლემები და იდეები აქვთ, როგორ გახდეს ეს ქვეყანა მდიდარი და წარმატებული. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოვიაზრებ მათში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო არსებული კიდევ რამდენიმე პარტია მეორე მხარეს ლაგდებიან – ესაა პარტიები, რომლებსაც ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები