ალეკო ელისაშვილი: დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით ანგარიშდება, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკოს დაწერილ შედეგს

Read Time:36 Second

პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკო-ს დაწერილ შედეგს, – ამის შესახებ Facebook-ზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წერს.

„კიდევ ერთხელ დავწერ ბოიკოტზე და საბიუჯეტო დაფინანსების აღებაზე. ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ ვართ ბოიკოტის მონაწილეები და სანამ ვართ ბოიკოტის მონაწილეები, დაფინანსებას არ ავიღებთ! ბარიერგადალახულ პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად თუ იღებ თანხას, აღიარებ იმ შედეგს, რაც დაწერა ცესკომ. ბოიკოტი ჩვენ ხომ სწორედ იმიტომ გვაქვს გამოცხადებული, რომ შედეგებს არ ვაღიარებთ. ასე რომ, მგონი ლოგიკა უმარტივესია! ჩვენი პარტიისთვის მთავარი არის პრინციპები და ფასეულობები! ფული კიდევ ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ჯერ ღირსება, მერე ყველაფერი დანარჩენი!“ – წერს ელისაშვილი.

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 9 პარტიამ მიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინაციის პროცესს დაიწყებს
Next post ილია მეორე მრევლს მიმართავს