ალეკო ელისაშვილი – გაგვიმართლა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ, ცდილობენ, მაგიდასთან დაგვსვან

Read Time:43 Second

ძალიან კმაყოფილი ვიყავი, როდესაც წავიკითხე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიშელის დავალებით დანიელსონი კიდევ ჩამოვა საქართველოში, რათა მოლაპარაკება გაგრძელდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი იმედოვნებს, რომ ამჯერად მოლაპარაკებები შედეგით დასრულდება.

„კიდევ კარგი, გაგვიმართლა და ჩვენს ქვეყანას ჰყავს ასეთი მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ. არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ქვეყანა შუაზე გავგლიჯოთ და ჩიხში შევიყვანოთ. კიდევ კარგი, რომ გვყავს ისეთი მეგობრები, ამ შემთხვევაში ევროკავშირის სახით, რომ ცდილობენ, დაგვსვან მაგიდასთან და ეს ჩვენი შეუთანხმებელი წახნაგები როგორმე დაამრგვალონ და შეთანხმებამდე მიგვიყავნონ. მადლობა ამ გარჯისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ ჯერზე მაინც მოლაპარაკებები შედეგით დასრულდება და დიდი იმედგაცრუება საზოგადოებაში ისევ არ იქნება. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენს ზურგს უკან არის ხალხი და შევწყვიტოთ ამ ქვეყნის ჯანჯღარი. ხელის გადაწევა არ არის მოლაპარაკებები, მოლაპარაკება უნდა დასრულდეს შეთანხმებით და არა იმით, რომ იქ ვიღაცამ ვიღაცა დაჯაბნოს და ხელი გადაუწიოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზილფიმიანი – ალბათ იქნება ძალიან დიდი მესამე ბირთვი, რასაც მოსახლეობა ელოდება
Next post 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსის მუშაობა 01:00 საათამდე იქნება დაშვებული