ალეკო ელისაშვილი – ასეთი გათიშული და დაბეჩავებული ოპოზიცია ბოლო 30 წლის განმავლობაში არც კი მახსოვს

Read Time:51 Second

ასეთი გათიშული და დაბეჩავებული ოპოზიცია ბოლო 30 წლის განმავლობაში არც კი მახსოვს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სამუშაო ჯგუფში მონაწილეობს, რადგან ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, ზოგიერთ ოპოზიციონერს კი ეს არ ესმის.

„ოპოზიცია გათიშული და დაბეჩავებული რომ არის, ასეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში არც კი მახსოვს. კვლევებს უნდა ჩავხედოთ კარგად. რა გვითხრა კვლევამ? – ხალხმა თქვა, ჩვენზე არ ფიქრობთ, ჩვენ ერთგან ვართ, თქვენ სხვა რაღაცას აკეთებთო, ჩვენი არ გესმითო. ზოგიერთი ოპოზიციონერი ამბობს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად რატომ სხედხართ და მუშაობთო. იმიტომ კი არ ვზივარ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების დანახვა მიხარია, მინდა, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და ამისთვის ვმუშაობთ. ეს გვითხრეს ევროპელებმა და ამის ახსნა რომ გვიწევს, ამაზეც ვბრაზდები. ორჯერ ორი რომ ოთხია, ზოგიერთ ოპოზიციონერს რატომ არ ესმის? – სამუშაო ჯგუფში მათთან ჯდომა კი არ გვიხარია, გვინდა, ევროკავშირის წევრები გავხდეთ. ასეთი არასერიოზული, ქაოტური და ბრიყვული აზრები, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციონერს აქვს, ყველაფერს აზიანებს და ამიტომაც არის ოპოზიცია იქ, სადაც არის. ეს განცხადებები არის არა მხოლოდ ბრიყვული, არამედ მავნებლურიც. რისთვის გვსაყვედურობს, რომ ვმუშაობთ? – ევროკომისიის სახელმძღვანელოს და ინსტრუქციას მივყვებით“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: გვჯერა „ქართული ოცნება“ მალე აუცილებლად ახდება, კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში, დავიბრუნებთ როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ასევე აფხაზ და ოს და – ძმებს
Next post ნიკა გვარამია: სჯობს შეცდომები დაუშვა, მაგრამ იარო წინ, ეს გამოიღებს შედეგს და დააყენებს უკეთეს ხვალინდელ დღეს