მარტი 29, 2024
0 0
Read Time:27 Second

სააკაშვილი ტრადიციულად გვაოცებს თავისი დისკრიმინაციული, ქსენოფობიური სიძულვილის ენით, – ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „თოჯინად“ მოხსენიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.

მისი თქმით, დასანანია, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო.

„საერთოდ რა ესაქმება უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან? თვითონვე თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის მიღებით საქართველოს მოქალაქეობაზე. უკრაინიდან გაძევების შემდეგ, კვლავ ცდილობს, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში. ასეთი ფორმით, სიძულვილით, დაუმორჩილებლობითა და რევოლუციისკენ მოწოდებით, მოხვდება „მატროსოვის“ ციხეში, სადაც უკვე უნდა იყოს. გასულია მომსახურების ზონიდან და დასაჭერია ეგ კაცი”, – განაცხადა ზოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები