მარტი 29, 2024
0 0
Read Time:40 Second

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ, საქართველოსთვის მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დეტალური სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ შეაფასა.

„დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დეტალური სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება ძირეული რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ეს იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის რეალური მხარდაჭერა და ფინანსური ბარიერების მოხსნა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს. გარდა ამისა, ფუნდამენტური რეფორმა მედიკამენტების ფასების რეგულაციასა და ქრონიკული დაავადების სამკურნალო ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამის გაფართოებას გულისხმობს.

პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის ფარგლებში მოხდება პაციენტების პრევენცია, მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი მართვა. პირველადი ჯანდაცვა, რომელიც სამიზნე მოსახლეობის საჭიროებებს შეესაბამება, თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები