ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა

Read Time:1 Minute, 15 Second

ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. კანონში შესული ცვლილებების დეტალებზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი და მოვითხოვეთ, რომ ეს თანხა გაზრდილიყო. გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით გაზარდა ჯარიმა და ახლა პაარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენს 50 ლარს.

პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის განმაპირობებელი ფაქტორი სატრასპორტო სისტემის მოწესრიგება და ის გარემოებაა, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ საათობრივი პარკირება“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ჯარიმის გადახდის წესის ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდაღვევის ოქმი სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა. აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა სამართალდარღვევის ოქმი ადრესატს, ახლა თუ ფოსტით ვერ მოხდება ოქმის მიწოდება და ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებ-გვერდზე, რომლის მისამართია Tb.ge. ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი შევა ვებ-გვერდზე, ის მიიღებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს ჯარიმის თანხის სრულად გადახდა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე მოსახლეობას მიმართავს, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, მათ შორის ზონალურ პარკირებასთან მიმართებაში.

„ვთხოვ დედაქალაქის მოსახლოებას და პირველ რიგში ავტომობილის მფლობელებს, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება. ასევე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ავტომობილების გაჩერება არის უფასო . მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები შესაბამის ვებ-გვერდზე, რომლის შესახებაც რამდენჯერმე მივაწოდეთ ინფორმაცია. სხვა რაიონიდან ჩამოსული ადამიანებისთვის კი ავტომობილის გაჩერება 15 წუთით იქნება უფასო. 1 საათით ავტობომილის გაჩერების ღირებულება არის 1 ლარი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 1-ელი ნოემბრიდან ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება ისევ შეეძლებათ
Next post თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ევროლიგაში