აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 39 Second

4 მარტს, ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკუთარ კანცელარიაში,
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცს და დანიის პრემიერმინისტრს მატტე
ფრედერიკსენს უმასპინძლა.
ავსტრიისა და დანიის ლიდერები იერუსალიმს კორონოვირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინის დამზადების სფეროში თანამშრორმლობის საკითხზე
მოსალაპარაკებლად ეწვივნენ. სებასტიან კურცი და მატტე ფრედერიკსენი
უკმაყოფილებას გამოთქვავენ ევროპაში არსებული ბიუროკრატიის გამო,
რომელის გამოისობითაც ვაქცინის მიწოდება სერიოზულად შეფერხდა. „ჩვენ
მხოლოდ ევროპის იმედად ვერ ვიქნებით“ – თქვა ავსტრიის პრემიერმა ისრაელში
გამომგზავრების წინ.
იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე სამმხრივი სამმიტის
მონაწილეებმა ინოვაციების მხარდამჭერი ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ
განაცხადეს. ფონდი ევროპასა და ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინის ქარხნების მშენებლობას დააფინანსებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანის თქმით ასეთი
თანამშრომლობა ევროკავშირის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო, ხოლო
კურცისა და ფრედრიქსენის ქმედება აზიანებს ევროპის ერთიანობას.
„ჩვენ კრიზისიდან „მწვანე პასპორტებით“ გამოვდივართ, თქვა ისრაელის
პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე. მოსახლეობის დიდი
ნაწილი უკვე ვაქცინირებულია, და სრული ვაქცინაცია არც ისე შორეული
მომავლის ამბავია. ისრაელი მსოფლიოსათვის მაგალითია და მზად ვართ ჩვენი
გამოცდილება მეგობრებს გავუზიაროთ“.
დანიის პრემიერმინისტრის მატტე ფრედრიკსენის აზრით, ისრაელის
გამოცდილებამ მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. „ჩვენ არ უნდა
დავუშვათ, რომ მომავალში ასეთი სახის კრიზისს მოუმზადებელი დავხვდეთ, –
თქვა მან – და ამიტომ წინასწარ უნდა მოვემზადოთ მომავალი
ეპიდემიებისათვის და ჰუმანიტარული კრიზისებისათვის“.
ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა სებასტიან კურცმა აგრეთვე თქვა, რომ ის
აღფრთოვანებული ისრაელში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობით. „მახსოვს
ჩემი და პრემიერი ნეთანიაჰუს ერთი წლის წინანდელი საუბარი, როდესაც
პრემიერმა ნეთანიაჰუმ მითხრა, რომ კორონავირუსი შესაძლოა მსოფლიოსათვის
მთავარი გამოწვევა გამხდარიყო. ჩვენ ისრაელთან თითქმის ერთი წელია
ვთანამშრომლობთ“

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ვაქცინის საკუთარი წარმოების
შექმნა, რათა არამარტო კორონავირუსისაგან, არამედ სხვა ინფექციური და
ვირუსული დაავადებებისაგან დაიცვან საკუთარი ქვეყნების მოსახლეობა.
რამდენიმე ხნის წინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ვაქცინების საწარმო და
პერსპექტული კვლევების ცენტრის გახსნას აპირებს ისრაელში. ამ საკითხებთან
დაკავშირებით, ის მოლაპარაკებებს Pfizer- სა და Moderna- სთან აწარმოებს.
კომპანია Pfizer-ის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ, რომელიც
აგრეთვე აპირებდა იერუსალიმში ჩამოსვლას, ბოლო მომენტში გადადო ვიზიტის
დრო. ამის მიზეზად კი არასრული ვაქცინაცია დასახელდა. Pfizer-ის
თანამშრომლებს არ აქვთ გაკეთებული რევაქცინაცია.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა უკმაყოფილება
ღიად გამოთქვა ავსტრიისა და დანიის ლიდერების იერუსალიმში ვიზიტის გამო.
კურცი და ფრედერიქსენი ძირს უთხრის ევროპულ ერთიანობას.
სერგი პოდრაჟანსკი იერუსალიმიდან
ფოტოზე: შეხვედრა იერუსალიმში
ავტორი: მთავრობის პრეს – ბიურო (ამოს ბენ – გერშომი)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები