აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:51 Second

„ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე
საბურთალოს ოლქში მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.
დღეს ავთანდილ ცინცაძე მიცკევიჩის ქუჩაზე იმყოფებოდა და ადგილობრივი
მაცხოვრებლების ინიციატივებსა და პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობამ მაჟორიტარ
კანდიდატს ამ ქუჩაზე არსებული გამოწვევების და საჭიროებების შესახებ მიაწოდა
ინფორმაცია. ავთანდილ ცინცაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის
ჩართულობა, ნებისმიერ ინიციატივაში, რათა დასახული მიზანი შესრულდეს.
შეხვედრას საკრებულოს წევრები: ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, ეკონომიკური განვითარების,
საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე
ლევან არველაძე და ნინო რუხაძე ესწრებოდნენ.
„მინდა ყველა გამოწვევას შევხედოთ დეტალურად, მარტო ავთანდილ ცინცაძეს
გამოწვევების გამკლავება გაუჭირდება, მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა და
თქვენი ინიციატივები. მიგულეთ თქვენს გვერდით“, – მიმართა ავთანდილ ცინცაძემ
მოსახლეობას.
საკრებულოს წევრის ნინო რუხაძის განმარტებით, ავთანდილ ცინცაძე იქნება არა
საკრებულოს წევრი, არამედ მოსახლეობის მხარდამჭერი საკრებულოში:
„ავთო არის უკომპრომისო მებრძოლი, როდესაც საქმე ეხება მის ოლქში მცხოვრები
ადამიანების ინტერესების დაცვას. მე მინახავს, როგორია ავთო ცინცაძე
ხელისუფლებასთან, დახურულ კარს მიღმა, მოსახლეობის პრობლემების მოგვარების
დროს. ამას აკეთებს იმიტომ, რომ რეალურად უნდა დადოს კონკრეტული შედეგები,
აკეთებს იმიტომ, რომ გული შესტკივა საკუთარ უბანზე“, – განაცხადა საკრებულოს
წევრმა ნინო რუხაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები