ჯანდაცვის 5 დაწესებულება გრიპის ვირუსების გამო 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს

პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება გრიპის ვირუსების გამო დღეიდან, 8 იანვრიდან 24-საათის განმავლობაში იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. პაციენტებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

დაწესებულებები, რომლებიც 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ:

შპს მედკაპიტალი-გლდანი, მის: ვეკუას ქ. N 18.

შპს მედკაპიტალი-საბურთალო, მის: გამრეკელის ქ. N19.

შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი, მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.

შპს მედსი: (ვერე-21), მის: ქიაჩელის ქ. N 18.

შპს მედკაპიტალი-სამგორი, მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დღეისთვის ე.წ. ღორის გრიპის 162 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

Comments

კომენტარები