წლის საუკეთესო ახალგარზდა სპორტსმენად რევაზ დავითაძე დასახელდა | სპორტის სამინისტროს დაჯილდოება 2018

რამდენიმე წუთის წინ გამოვლინდა პირველი ნომინაციის გამარჯვებული – 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი.

ნომინანტები იყვნენ:

რევაზ დავითაძე (ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ძალოსნობაში უფროსებს შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის)

გიორგი ჩხიკვაძე (ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში)

გელა ზაალიშვილი (ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის)

ილია სულამანიძე (ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ძიუდოში)

ნუგზარ წურწუმია (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს უფროსებს შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში)

გამარჯვებულად დასახელდა:

რევაზ დავითაძე

Comments

კომენტარები