ძმები, რომლებიც ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, თბილისში ბინას მიიღებენ

23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობიდან დაბრუნებული ძმები 23 ნოემბერს მშობლიურ ამბროლაურში ჩავიდნენ და სოფელ ჭრებალოში, მათი სახელობის სპორტული დარბაზის გახსნას დაესწრნენ. მოულოდნელი საჩუქრის შესახებაც იქვე, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატისგან გოჩა ენუქიძისგან, შეიტყვეს.

ნიკოლოზ და ავთანდილ კენჭაძეები უკვე წლებია, თბილისში, სპორტსკოლაში ცხოვრობენ და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც დიდი ხანია, დამკვიდრდნენ. წელს ნიკოლოზ კენჭაძემ 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე უფროსებს შორისაც იჭიდავა მსოფლიო ჩემპიონატზე და ვერცხლის მედალსაც დაეუფლა.

Comments

კომენტარები