მარსზე გასაფრენი ბილეთი $500 ათასზე ნაკლები ეღირება. დედამიწაზე დასაბრუნებელი ბილეთი კი უფასო იქნება. განცხადება SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა მიკრობლოგ Twitter-ზე გააკეთა. ამის შესახებ Cnet-ი წერს.
„დარწმუნებული ვარ მარსზე გაფრენა $500 ათასი ან 100 ათასი დოლარიც კი ეღირება. ბილეთი იმდენი უნდა ღირდეს, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა დედამიწაზე სახლის გაყიდვა და მარსზე გადაბარგება შეძლონ“, – აცხადებს ილონ მასკი.
ირკვევა, რომ მარსზე გასამგზავრებელ ხომალდზე 100 ადამიანი განთავსდება. SpaceX-ი მარსზე გამგზავრებას 2020 წელს გეგმავს.