ჩაისა და სტაფილოს მეხსიერების აღდგენა შეუძლია

მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია. ამ ნაერთებს შეუძლია მეხსიერების აღდგენა გენეტიკურად განწყობილ მღრღნელებში.
მთავარია არ დაველოდოთ დაავადების სიმპტომების გამოვლენას. პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ რაციონის ცვლილებაზე. მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა ორი ნაერთი – ეპიგალოკატექინის გალატი (შეიცავს მწვანე ჩაი) და ფერულის მჟავა (შეიცავს სტაფილო).
მღრღნელებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ სტაფილოსა და მწვანე ჩაის ექსტრაქტის კომბინაცია ახდენდა თაგვების ტვინზე უძლიერეს ეფექტს. დიეტის დაწყებამდე და დასრულებდან სამი თვის შემდეგ მეცნიერებმა თაგვებს ნეიროფსიქოლოგიური ტესტები ჩაუტარეს. მსგავსი ტესტებით ხდება ადამიანებში

დემენციის დიაგნოსტიკა.
აღმოჩნდა, რომ კომბინირებული მკურნალობის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ სრულად აღდგა მუშა მეხსიერება და ალცჰაიმერის დაავადების მქონე მღრღნელები ისევე კარგად ფუნქციონირებდნენ, როგორც ჯანმრთელი ინდივიდები. როგორც ჩანს მცენარეული ექსტრაქტები აქვეითებს ტვინში ანთების დონეს და დამჟანგავი სტრესის მაჩვენებელს. ეს ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული საკვანძო ფაქტორებია.

Comments

კომენტარები