ქალს ბიჭი გაუჩნდა მესამე გოგონას ნაცვლად და ქმარმა გონება დაკარგა – მათი რეაქცია ინტერნეტჰიტად იქცა

ქალს ბიჭი გაუჩნდა მესამე გოგონას ნაცვლად და ქმარმა გონება დაკარგა - მათი რეაქცია ინტერნეტჰიტად იქცა (+ფოტოები)
გაოცებული დედის ფოტო სუპერპოპულარული გახდა. ჩრდილოეთ კაროლინას მცხოვრებ ნენსი და უილ რეიებს სჯეროდათ, რომ მესამეც გოგონა იბადებოდა. ყოველ შემთხვევაში, ექოსკოპიამ ასე უპასუხათ. როგორც ნენსი ამბობს, პირველი ორი შვილის სქესი ორსულობის პერიოდში არც გაუგია წინასწარ, რადგან სურდა, სიურპრიზი ყოფილიყო. ამჯერად კი მამამ გადაწყვიტა, გაერკვია და წინასწარ მორალურად მომზადებულიყო, თუ სამი გოგონას მამობა ელოდა. რაკი ექოსკოპიამაც ეს პასუხიო გასცათ, უილი, რომელიც ვაჟზე ოცნებობდა, მესამე გოგონას დაბადებისთვის განეწყო.

mshoblebi

ნენსიმ სამშობიაროში მიყვანიდან ორ საათში იმშობიარა. და მისი აზრით, გოგონა გააჩინა.
– ბავშვი რომ მკერდზე

დამიწვინეს, სახვევში გახვეული, ვეფერებოდი და ჩავჩურჩულებდი, როგორი ლამაზი გოგონაა. ამ დროს მოვიდნენ ჭიპლარის გადასაჭრელად და სახვევი რომ გავხსენი და დავინახე მთლიანად, იქვე ავყვირდი: “ეს რა, ბიჭია?” – იხსენებს ნენსი. სწორედ ამ მომენტში გადაუღო ფოტოები ფოტოგრაფმა მეგობარმა.
როცა ნენსიმ იყვირდა, უილი მას მივარდა, რომ ბავშვი ენახა, სანუკვარი ვაჟი და გაოგნებისგან გონდაკარგული დავარდა იატაკზე.

mshoblebi

პატარა ბოფორტ უილიამ რეი 3800 გრამი დაიბადა. ახლა თითქმის ხუთი თვისაა, თუმცა მისი დედიკოს ფოტოები სუპერპოპულარული გახდა და დღესაც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.

mshoblebi
mshoblebi
mshoblebi.ge

Comments

კომენტარები