ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, უკიდურესად მძიმეა

ქალი, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, ხაშურის საავადმყოფოდან თბილისის ქირურგიის ცენტრში გადმოიყვანეს.

თბილისის ქირურგიის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, მას არაერთი ორგანო აქვს დაზიანებული.

რაც შეეხება კონფლიქტთან დაკავშირებით შემაკავებელ ორდერს, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ცოლ-ქმრის კონფლიქტის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არასდროს შესულა და შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი ან სხვა მსგავსი ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

გუშინ, ხაშურის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სალონში 33 წლის მამაკაცმა მეუღლეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ქალი სალონში სტილისტად მუშაობდა. დაჭრილი ქალი თავდაპირველად ხაშურის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადმოიყვანეს.

ბრალდებული პირი დაკავებულია.

Comments

კომენტარები