უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რუსეთი 52:12 დაამარცხეს

ორმატჩიანი მოსამზადებელი სერიის პირველ თამაშში (19 ნოემბერი) უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რუსეთის U20 ნაკრები 52-12 დაამარცხეს.

ილია მაისურაძის გუნდმა მატჩის პირველი ტაიმი 28:7 მოიგო. შეხვედრა რუსთავის სტადიონზე გაიმართა.

„ბორჯღალოსნები“ მოსამზადებელი სერიის მეორე შეხვედრას რუს თანატოლებთან 24 ნოემბერს გამართავენ. დასწრება თავისუფალი იქნება.

Comments

კომენტარები