
უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მცხოვრებმა უკრაინელებმა აქცია გამართეს
უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მცხოვრებმა უკრაინელებმა აქცია გამართეს.
მშვიდობის ხიდზე შეკრებილმა აქტივისტებმა როგორც უკრაინის მხარდასაჭერად, ისე რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ცივილიზებული სამყაროს ერთობის ნიშნად ჯაჭვი შეკრეს.
აქციაზე შეკრებილებს ორი მოთხოვნაც ჰქონდათ: მსოფლიომ უკრაინის მხარდაჭერა და იარაღის მიწოდება განაგრძოს, მათ შორის გერმანიამ გადასცეს ტანკები, მეორე მოთხოვნა კი რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარებაა.
აქციის მონაწილეებს, სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
უკრაინის ერთობის დღე მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში აღინიშნება, მათ შორის წელს თბილისიც არის.
„დღეს უკრაინის ერთობის დღეა და ამ დღისთვის ჩვენ დავგეგმეთ დემონსტრაცია, რათა ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა მსოფლიოს, რადგანაც დღეს ვხედვათ, რომ ბევრი ქვეყანა უჭერს მხარს უკრაინას. ისინი გვაწვდიან იარაღს, აღჭურვილობას და გვინდა, მათ ამ აქციით მადლობა ვუთხრათ, ვაჩვენოთ, რომ უკრიანა და მთელი მსოფლიო ერთიანია. ამ აქციის დროს ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყანასთან, უპირველესად, გვინდა, მოვუწოდოთ მათ, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა. მოგვეცით ის იარაღი, რომელიც სამხედროებს სჭირდებათ. ომი გრძელდება და ეს იარაღი გვჭირდება. ეს ჩვენი სურვილი არაა, ეს არის გადარჩენის საკითხი. ასევე, მოვითხოვთ გერმანიის მთავრობისგან ტანკებს. ჩვენ რაც შეიძლება მალე გვჭირდება ეს „ლეოპარდები“ და სხვა იარაღი. ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები იარაღის გადმოცემას აჭიანურებენ, ეს კი ნიშნავს, რომ ამ დროს მეტი უკრიანელი კვდება. მეორე მოთხოვნაა, რომ რუსეთი აღიარონ ტერორისტ სახელმწიფოდ“, – განაცხადა აქცია-პერფორნანსის მონაწილემ, იულიანინ მიხაილომ.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე დედაქალაქი მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში ერთვება
თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას თბილისის ტერიტორიაზე, სახელმწიფო, მუნიციპალურ და...
მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „საყოველთაოდ გასაგები ენა, როგორც მიგრაციის მართვის ინსტრუმენტი: მიგრაციის ევროპული ქსელის თავშესაფრის და მიგრაციის ლექსიკონი“ გაიმართა, რომელიც საქართველოს...
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით...
რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება – იუსტიციის მინისტრის განმარტება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება. „დღეს...
5,8000 – ბათუმში გოლიათი მართა დაიბადა
ბათუმში გოლიათი გოგონა დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი" (Bau International Hospital)ავრცელებს. "#ბაუ #გოლიათი_ახალშობილი 🎀 გაიცანით -მართა 💝 👧 გოლიათი...
კახი კავსაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა
დღეს, 5 ივნისს კახი კავსაძის დაბადების დღეა. მსახიობს 88 წელის შეუსრულდებოდა. თბილისის ნოდარ დუმბაძის ასახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი,...