ტყიბულელი ილია სულამანიძე ბაქოში Raguf Orujov-ის ტურნირის ჩემპიონი გახდა

📢 ტყიბულელმა ახალგაზრდა ილია სულამანიძემ ბაქოში გამართულ ძიუდოისტთა Raguf Orujov-ის თასზე იასპარეზა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.
🔶 ილია სულამანიძემ ჩემპიონატის ფარგლებში 4 შეხედრა გამართა და ოთხივე გამარჯვებით დაასრულა. ფინალურ შეხვედრაში მან თავისზე 73კგ-ით მძიმე წონის აზერბაიჯანელ ძიუდოისტს სძლია.
🔶 ტურნირი კლუბებს შორის გაიმართა და “შევარდენი 2005”, რომელშიც ილია ასპარეზობს ჩემპიონი გახდა.
🔶 შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძემ გასულ პერიოდში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ვერცხლი,ხოლო კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა, ორჯერ გაიმარჯვა კადეტთა ევროპის თასზე – კლუჟსა და ტულაში, საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში კი ვერცხლს დაეუფლა.
წყარო: სკ მეშახტე ტყიბული / FC Meshakhte Tkibuli

Comments

კომენტარები