
ტრამპი: მე ვარ ერთადერთი, ვისაც მესამე მსოფლიო ომის შეჩერება შეუძლია
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისევ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, პუტინს არასდროს მისცემდა უფლებას თავს დასხმოდა უკრაინას.
ტეხასის შტატში, უეიკოში ათასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-მა დაიწყო უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება.
„მე მათ მივეცი ასობით და ასობით Javelin-ის რაკეტა“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის აზრით, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაინახა ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის სისუსტე და გაურკვევლობა.
„როგორც კი მომიწია წასვლამ – შეიძლება მას ვუწოდოთ მაშინდელი კატასტროფა – როგორც გინდათ, – მათ მაშინვე დაიწყეს ჯარების განლაგება საზღვრებთან“, განაცხადა ტრამპმა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ტრამპი ამბობდა, რომ პუტინს სურს „უკრაინის ნაწილის ხელში ჩაგდება“. ახლა კი მისი სიტყვებით, ის არ გაჩერდება, ვიდრე არ მიიღებს მთლიანად {უკრაინას}.
არჩევის შემთხვევაში ტრამპმა პირობა დადო, რომ მყისიერად შეაჩერებს უკრაინაში რუსეთის აგრესიას. „როდესაც გავხდები პრეზიდენტი, მე ამას 24 საათში მივაღწევ“, – განაცხადა ტრამპმა.
„ვდგავარ რა აქ, თქვენს წინაშე მე ვარ ერთადერთ კანდიდატი, რომელსაც შეუძლია თქვას შემდეგი: “მე შევაჩერებ მესამე მსოფლიო ომს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ჯო ბაიდენი: აშშ-ს ექნება დაფინანსება, რომელიც აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ექნება დაფინანსება, რომელიც აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. „ხალხს ვთხოვ წარმოიდგინონ,...
სტოლტენბერგი: უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ – გვყავს რუსეთი, რომელიც მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, რაც 2008 წელს საქართველოდან დაიწყო
ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ სამყაროში, ჩვენ გვყავს რუსეთი, როგორც მეზობელი, რომელიც მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, არა ერთხელ,...
პროკუდინი: უკრაინის ხერსონის ოლქში 600კმ² ტერიტორია წყლით უკვე დაიფარა
დღეს დილის მონაცემებით, უკრაინის ხერსონის ოლქში წყლის ქვეშაა 600კმ² ტერიტორია, – ამის შესახებ ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა...
მასშტაბური ხანძარი კანადაში – დამწვარია 4 მილიონამდე ჰექტარი
კანადის ტყის ხანძრებმა აშშ-ში ჰაერის ძლიერი დაბინძურება გამოიწვია. „სიენენის" ინფორმაციით,შეერთებულ შტატებში ჰაერის დაბინძურების საფრთხის ქვეშ იმყოფება დაახლოებით 75 მილიონი ადამიანი....
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. მან საპრეზიდენტო მანდატი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან მიიღო. ფიცის დადების შემდეგ, ერდოღანის...
ევროპარლამენტარი: მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც საქართველოში ტერორს ხელმძღვანელობდა, ის იყო მათი პინოჩეტი
გასული წლის ივნისში ევროკავშირმა უარი უთხრა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე არა იმიტომ, რომ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, არამედ იმიტომ, რომ არ...