
სტოლტენბერგი: უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ – გვყავს რუსეთი, რომელიც მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, რაც 2008 წელს საქართველოდან დაიწყო
ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ სამყაროში, ჩვენ გვყავს რუსეთი, როგორც მეზობელი, რომელიც მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რაც რეალურად 2008 წელს საქართველოდან დაიწყო, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო და ნატოს მოკავშირეები ცივი ომის დასრულების შემდეგ ნამდვილად ცდილობდნენ შეექმნათ და დაემყარებინათ უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან.
„მაგრამ შემდეგ რუსეთმა შეგნებულად აირჩია სხვა გზა. […]ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც ცდილობდა გავლენის სფეროების აღდგენას“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments

ილჰამ ალიევი: კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა გვსურს, ეს შესაძლებელია და ახლა არჩევანი სომხეთმა უნდა გააკეთოს
კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა გვსურს, ეს შესაძლებელია და ახლა არჩევანი სომხეთმა უნდა გააკეთოს, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ზანგილანში გამართულ ფორუმზე...
მედია: აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ შეაჩერა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლების მიმართვის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება ანტიტერორისტული ზომების შეჩერების შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი...
ხალხი ამ დრომდე გარეთ რჩება – თურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეების ნაწილი ქუჩებში...
CNN: ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინისა და სხვა საერთაშორისო საჭიროებებისთვის 24 მილიარდ დოლარზე მეტს სთხოვს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინისა და სხვა საერთაშორისო საჭიროებებისთვის 24 მილიარდ დოლარზე მეტს სთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მოთხოვნა...
თურქეთის მალათიის პროვინციაში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთის მალათიის პროვინციაში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი...
ერდოღანის თქმით, “მარცვლეულის შეთანხმების” განახლება დასავლეთზეა დამოკიდებული
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, "მარცვლეულის შეთანხმების" განახლება დასავლეთის მიერ "დაპირებების" შესრულებაზეა დამოკიდებული. ამ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ "ამ...