საქსტატი: 2022 წლის სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის დონე კი 4 პროცენტამდე შემცირდა

Read Time:25 Second

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის დონე კი 4 პროცენტამდე შემცირდა. გაიზარდა იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც დასაქმებულები არიან.

“წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე დაახლოებით, 3.9%-ით შემცირდა, 15,6% შეადგინა. 2021 წლის ბოლოსთან შედარებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 9%-ით, ანუ 114 000 კაცით გაიზარდა, საიდანაც, დაახლოებით 105 000 მოდის კერძო სექტორზე. ზრდა ძირითადად შეინიშნებოდა ვაჭრობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში,” – განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

tiflisnews.ge არის სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულების საინფორმაციო სააგენტო, რომელმაც ფუნქციონირება 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. სააგენტო 24 საათის განმავლობაში ავრცელებს ობიექტურ, მიუკერძოებელ ინფორმაციას, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა
Next post რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა