საქართველოს ნაკრების 8 ერში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იმართება

საქართველოს რაგბის კავშირი სახელმწიფოსთან ერთად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიო რაგბთან საქართველოს ნაკრების 8 ერში მონაწილეობასთან დაკავშირებით – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა განაცხადა.

მისივე გნაცხადებით, ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა რაიმე სიახლის შემთხევაში რაგბის კავშირი ინფორმაციას გაავრცელებს.

ნოემბერ-დეკემბერში ექვსი ერის ექსპერიმენტული ტურნირი ჩატარდება, რომელშიც 8 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ევროპული მედია საშუალებების ინფორმაციით ექსპერიმენტულ ტურნირში ერთ-ერთი მონაწილე საქარველოს მორაგბეთა ნაკრები იქნება.

8 ერის ტურნირი 14 ნოემბერს დაიწყება. 8 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწლდება და ერთ წრედ ითამაშებს, 5 დეკემებერს ფინალური მატჩები გაიმართება.

Comments

კომენტარები