
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან თანამშრომლობის ინიციატივები განიხილა
შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობისათვის სამომავლო ინიციატივები განიხილა, რაც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, საქართველოდან გერმანიაში წასული ლეგალური მიგრანტების უფლებების დაცვას, მეორე მხრივ კი, არალეგალ მიგრანტთა რაოდენობის შემცირებას.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს პოლიტიკა მიგრაციის სფეროში მნიშვნელოვნად განვითარდა და ამ საკითხში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის, გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობამ.
„მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით გერმანიისა და საქართველოს შემდგომი თანამშრომლობაც ასეთივე წარმატებული იქნება.
რატი ბრეგაძისა და იოაჰიმ შტამპის შეხვედრა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო სექტორული თანამშრომლობის გაგრძელებაა, ამჯერად მიგრაციის მართვის მიმართულებით.
იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებზე გერმანიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით ინტენსიური 2022 წლიდან გახდა, როდესაც მხარეებს შორის გაფორმდა იუსტიციის სფეროში საქართველო-გერმანიის 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამა.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციკაში.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი ბრეგაძე: თანამემამულეებზე ზრუნვასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, პოლიტიკური ოროსნები მავნებლურად უწოდებენ მტრობას, საინტერესოა, ვისი მტრობაა საქართველოს ინტერესების დაცვა და ვის ემსახურებიან ამ კამპანიის ავტორები?
მარგინალურ-რადიკალური მოძრაობა, რომელიც დიდი ალბათობით, მათ შორის, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მოპოვებული ფულით ფინანსდება, ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გონივრულ...
VIDEO: მარნეულში 17 წლის გოგოს მამა ქორწინებას აიძულებდა – იძულებითი ქორწინების ორი უმძიმესი ფაქტი
4 ივნისს 23 საათზე, „პოლიციის ფაილებში“ ნახავთ იძულებითი ქორწინების ორ უმძიმეს ფაქტს. მარნეულში 17 წლის გოგოს მამა ქორწინებას აიძულებდა. კახეთში,...
პარლამენტთან კარვის გაშლის დროს ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს
პარლამენტთან კარვის გაშლის დროს ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს. როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გრიგორიადისი ადმინისტრაციული წესით, 173- ე...
ირაკლი ღარიბაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში
სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ...
ვახტანგ გომელაური: არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი
მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი,...
ვახტანგ გომელაური: მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის მხარდაჭერით, მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი ანაზღაურების გაზრდაზე, პროფესიული უნარების განვითარებაზე, ღირსეული სამუშაო პირობების...