საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი იწყება. სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა და დროშა აღიმართა.

ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება, ასევე, მოსწავლეებს ჭადრაკი პირველ კლასში სავალდებულო საგნად დაემატებათ.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. პრემიერ მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იწყება 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

Comments

კომენტარები