საქართველოს და ფიჯის კუნძულებს შორის უვიზო მიმოსვლა გაფორმდა

საქართველომ ფიჯის კუნძულებთან უვიზო მიმოსვლა გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი დღეს, 7 მარტს ფიჯიზე მოეწერა.

“ფიჯის და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობაში არაჩვეულებრივი მიღწევა გაფორმდა უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებით. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის შესაძლებლობებს და გააუმჯობესებს ორი ერის დიპლომატიურ ურთიერთობებს შემდგომი განვითარების პერსპექტივით”, – წერია ფიჯის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.

ხელშეკრულებას ხელი სწორედ ფიჯის თავდაცვის, ეროვნუნლი უსაფრთხოების და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინია სერუირატუმ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მოაწერეს.

 

Comments

კომენტარები