რა მნიშვნელოვანი მტკიცებულება გაჩნდა საქმეში რუკასთან დაკავშირებით, რომელმაც გარეჯის მონასტრის კუთვნილების საკითხი უნდა განსაზღვროს

გარეჯის მონასტრის პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2005 წელს მონასტრის წინამძღვარმა ჩიჩხიტურის კოშკის რეაბილიტაცია გადაწყვიტა. მონასტრის წინამძღვრის, მამა ილარიონის განცხადებით, ამის გამო ვითარება ადგილზე დაიძაბა და იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ.

15 წლიანი დავის შემდეგ, ისტორიულ საქმეში სისხლის სამართლის ბრალდება გაჩნდა. 308-ე მუხლის პირველი ნაწილი „საქართველოს საწინააღმდეგო ქმედება მიმართული უცხო ქვეყნისთვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ან და საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ.

საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. დოკუმენტი, რომელშიც სპეციალისტები ხელმოწერით ადასტურებენ, რომ საზღვრის დადგენისას კომისიის მიერ გამოყენებული 80-იანი წლების რუკით შედგენილი ალბომი არარელევანტურია და მხარეებს შორის საზღვარი სწორედ 200-ათასიანი მასშტაბის, 1938 წლის რუკით უნდა დადგენილიყო.

საქართველოს თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსის, ნოდარ ხორბალაძის თქმით, თუკი ბრალდებულები მიიჩნევდნენ, რომ 1938 წლის რუკა გამოუსადეგარი იყო, რადგან საარქივო მასალის დედანს არ წარმოადგენდა, მაშინ, რატომ არ მოიძიეს რუკის დედანი და რატომ არ შეადარეს 1940-იან წლებში 200-ათასიანი მასშტაბით დაბეჭდილ გერმანულ და ამერიკულ რუკებს, სადაც საქართველოს საზღვარი ზუსტად ისეა მონიშნული, როგორც 1938 წლის ამავე მასშტაბის საბჭოთა რუკებზე.

ამასთან, მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, 2007 წლის აპრილში მიღებული საკანონდებლო ცვლილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულია 307-ე მუხლი – სამშობლოს ღალატი. ეს მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლება ოპონენტებს სწორედ სამშობლოს ღალატის ბრალდებით აკავებდა.

ეს და სხვა საკითხები ნახეთ დავით გარეჯის თემაზე მომზადებულ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

Comments

კომენტარები