რატი იონათამიშვილი საქართველოს პარალომპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს პარალომპიური კომიტეტის პრეზიდენტად რატი იონათამიშვილი აირჩიეს. რატი იონათამიშვილს მხარი დელეგატების გარდა, მოქმედმა პარასპორტსმენებმა, მწვრთნელებმა და შშმ პირმა ორგანიზაციებმა დაუჭირეს. ახალი პრეზიდენტი დამსწრეთა წინაშე საარჩევნო პროგრამით წარდგა. მომდევნო ოთხი წლის მანძილზე პარალიმპიური კომიტეტის პრიორიტეტი – შშმ ახალგაზრდების პარალიმპიურ მოძრაობაში ჩართვა, რეგიონებში მუშაობის გაძლიერება, ახალი სპორტული-სარეაბილიტაციო მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება, საერთაშორისო ურთიერტობების გაძლიერება და ადაპტური მედიცინის განვითარება იქნება.

Comments

კომენტარები