პროფესიულ სასწავლებლებში ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები დასახელდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს, სწავლის მსურველთა მაქსიმალური რაოდენობა მზარეულის სპეციალიზაციას ირჩევს, სადაც 320 ადგილი იყო, განაცხადი კი 1 359-მა პირმა შეიტანა. შესაბამისად, ერთ ადგილზე 4,25 კანდიდატი მოდიოდა.

მზარეულის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობებია:ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რეგისტრანტთა რაოდენობა 1 155, ადგილების რაოდენობა 367, კონკურსი 3.15; ვებინტერფეისის დეველოპერი: რეგისტრანტთა რაოდენობა 767, ადგილების რაოდენობა 102, კონკურსი 7.52; ელექტრობა: რეგისტრანტთა რაოდენობა 635, ადგილების რაოდენობა 339, კონკურსი 1.87; კულინარიის ხელოვნება: რეგისტრანტთა რაოდენობა 605, ადგილების რაოდენობა 108, კონკურსი 5.60; ბაგა-ბაღის აღმზრდელი – პედაგოგი: რეგისტრანტთა რაოდენობა 540, ადგილების რაოდენობა 169, კონკურსი 3.20; საოფისე საქმე: რეგისტრანტთა რაოდენობა 453, ადგილების რაოდენობა 135, კონკურსი 3.36; ბუღალტრული აღრიცხვა: რეგისტრანტთა რაოდენობა 398, ადგილების რაოდენობა 107, კონკურსი 3.72; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი: რეგისტრანტთა რაოდენობა 384, ადგილების რაოდენობა 164 კონკურსი 2.34; საბაჟო საქმე: რეგისტრანტთა რაოდენობა 365, ადგილების რაოდენობა 53, კონკურსი 6.89.

პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა ტესტირება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ჩატარდება, სწავლა კი ნოემბრის ბოლო რიცხვებში დაიწყება. საქართველოში ამ ეტაპზე 39 სახელმწიფო და 44 კერძო პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს.

კერძო დაწესებულებებში რეგისტრაციის პროცესი 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

Comments

კომენტარები