
პარლამენტთან კარვის გაშლის დროს ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს
პარლამენტთან კარვის გაშლის დროს ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.
როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გრიგორიადისი ადმინისტრაციული წესით, 173- ე მუხლით არის დაკავებული.
ცნობისთვის, მამა, შვილის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვს, რომელმაც შსს-ს მტკიცებით ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა და 2023 წლის 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.
ბექა გრიგორიადისმა 19 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. “ჩემი შვილი შეეწირა რუსულ კანონს და თუ საჭირო გახდა, დღეს მე შევეწირები. ხალხს მობეზრდა წადი-მოდი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, ან ეს რუსული რეჟიმი, ან ჩვენ ის 90%-ი ვისაც ევროპა გვინდა. 26-ის მერე მე ვიწყებ სერიოზულ აქციებს, ამათ არ მივცემ იმის საშუალებას, რომ ჩემი შვილი გაამწარონ, გამორიცხულია ეს“,

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
როგორ გეგმავდა თეა გოდოლაძე ტყიბულის დახურულ შახტში 500 ტონა ტროტილის აფეთქებას და აფეთქებით გამოწვეული ბიძგების შესწავლას – „იმედის კვირის“ ექსკლუზივი
სამეცნიერო ექსპერიმენტულ აფეთქებას და ამ აფეთქებით გამოწვეული ბიძგების შესწავლას „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავდა,...
შვილმა მამა მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი თბილისში წაიღო, შემდეგ კი მამის დაკარგვის შესახებ განაცხადა – პოლიციამ 68 წლის მოკლული კაცი იპოვა
მკვლელობა გორში - 68 წლის მამაკაცი, რომელსაც სამართალდამცველები შვილის მოთხოვნის საფუძველზე ეძებდნენ, მოკლული იპოვეს. "კურიერის" ინფორმაციით, სოფელ ქორდში მამა შვილმა...
მამის დაჭრის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებიან, დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ...
პოლიციამ ნიკა მელია დააკავა
საპატრულო პოლიციამ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა რა მუხლით არის დაკავებული ნიკა მელია, ადმინისტრაციული წესით თუ...
რატი ბრეგაძე: „ნიკანორ მელიას აცხადებდნენ პოლიტიკურ პატიმრად. საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის ახლა მათი განცხადების მოსმენა, როდესაც ევროპული მასშტაბით დადასტურდა ხელისუფლების მოქმედებების კორექტულობა“
„სამწუხარო ის გარემოებაა, რომ ზუსტად ამ პერიოდში, 2021 წელს, არა მხოლოდ მელიას უშუალოდ მხარდამჭერები და მისი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მისი ...
სტრასბურგის სასამართლომ ნიკანორ მელიას დაკავება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება კანონიერად მიიჩნია
დღევანდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება იყო კანონიერი და...