პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ჩამქრალია

პარიზის ნოტრ-დამში ხანძარი ჩამქრალია. ამის შესახებ Le figaro წერს.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, მეხანძრეები დარჩენილ კერებზე დაკვირებასა და გახურებული შენობის გაგრილებას შეეცდებიან, რათა ცეცხლი ისევ არ გაჩნდეს. ხანძარს 9 საათზე მეტ ხანს აქრობდნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტაძარში XIII საუკუნის მრგვალი სარკმელი-ვარდულები განადგურებულია. განადგურდა ასევე ტაძრის შპილი და სახურავი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შემოწირულობისთვის ანგარიში გაიხსნება.

წინასწარი ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა, რომელიც თითქმის 200 წელი შენდებოდა.

Comments

კომენტარები