„ოქროს ბურთის“ მფლობელების რაოდენობით „რეალი“ პირველ ადგილზე გადავიდა

ლუკა მოდრიჩი მეშვიდე ფეხბურთელი გახდა მადრიდის „რეალის“ ისტორიაში, ვისაც „ოქროს ბურთი“ ერთხელ მაინც აქვს მოპოვებული. მანამდე „სამეფო კლუბიდან“ ამ პრიზს ეუფლებოდნენ: ალფრედო დი სტეფანო (1957, 1959), რამიონ კოპა (1958), ლუიშ ფიგუ (2000), რონალდო (2002), ფაბიო კანავარო (2006) და კრიშტიანუ რონალდუ (2008, 2013, 2014, 2016, 2017).

„რეალმა“ ამ მაჩვენებლით „ბარსელონას“, „იუვენტუსსა“ და „მილანს“ გაუსწრო, რომელთა რიგებში „ოქროს ბურთის“ ექვს-ექვს მფლობელს უთამაშია.

„ოქროს ბურთების“ საერთო რაოდენობით, „რეალი“ „ბარსელონას“ გაუთანაბრდა – 11.​

მოდრიჩმა ​ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ჰეგემონია შეწყვიტა, რომლებმაც 2008 წლიდან მოყოლებული, ხუთ-ხუთჯერ „ოქროს ბურთი“ მოიგეს.

Comments

კომენტარები