ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში ATP-ს რეიტინგის ყველაზე მაღალ საფეხურზე აღმოჩნდა

მსოფლიოს ჩოგბურთის ასოციაციამ მაიამის მასტერსის დასრულების შემდეგ განახლებული ATP-ს რეიტინგი წარმოადგინა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში რეიტინგის ყველაზე მაღალ საფეხურს უწია.  ბასილაშვილი მე-19 პოზიციიდან 2 ადგილით წინ მე-17 ადგილზე აღმოჩნდა.

ATP-ს რეიტინგში ადგილი პირველ სამეულში მყოფმა ჩოგბურთელებმა შეინარჩუნეს.  რეიტინგს სათავეში ისევ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უდგას.  მას ესპანელი რაფაელ ნადალი და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი მიჰყვებიან.

მაიამის მასტერსზე გამარჯვების შემდეგ ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა რეიტინგში ადგილი ერთი საფეხურით გაიუმჯობესა. 37 წლის ვეტერანი სპორტსმენი ამჟამად მე-4 ადგილს იკავებს. ყველა დროის ერთერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა რეიტინგში ადგილი ავსტრიელ დომინიკ ტიმს გაუცვალა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მსგავსად კარიერის საუკეთესო ნიშნულს ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა მიაღწია. ელადელი მე-10 ადგილიდან მე-8 პოზიციაზე აღმოჩნდა.

თითო-თითო საფეხურით უკან დახევა აგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს და მაიამის მასტერსის ფინალისტს ამერიკელ ჯონ ისნერს მოუწიათ.

ATP-ს რეიტინგის საუკეთესო ოცეული ასე გამოიყურება:

1
SRB
ნოვაკ ჯოკოვიჩი  31 11,070
2
ESP
რაფაელ ნადალი  32 8,725
3
GER
ალექსანდრ ზვერევი 21 6,040
4
SUI
როჯერ ფედერერი 37 5,590
5
AUT
დომინიკ ტიმი  25 4,765
6
JPN
კეი ნიშიკორი 29 4,200
7
RSA
კევინ ანდერსონი 32 4,115
8
GRE
სტეფანოს ციციპასი 20 3,240
9
ARG
ხუან მარტინ დელ პოტრო 30 3,225
10
USA
ჯონ ისნერი 33 3,085
11
CRO
მარტინ ჩილიჩი 30 3,015
12
RUS
კარენ ხაჩანოვი 22 2,810
13
CRO
ბორნა ჩორიჩი 22 2,345
14
RUS
დანილ მედვედევი  23 2,295
15
CAN
მილოშ რაონიჩი 28 2,140
16
ITA
მარკო ჩეჩინატო 26 2,021
17
GEO
ნიკოლოზ ბასილაშვილი 27 1,930
18
ITA
ფაბიო ფონინი 31 1,885
19
FRA
გაელ მონფილსი  32 1,875
20
CAN
დენის შაპოვალოვი 19 1,820

Comments

კომენტარები