ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის საჩოგბურთო ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი წინ მიიწევს.

ქართველმა ჩოგბურთელმა 1/8 ფინალურ ეტაპზე ATP-ს რეიტინგის მე-18 ჩოგანი ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა.

ბრძოლა დაძაბული გამოდგა. ქართულ-ესპანურმა დაპირისპირებამ 2 საათი და 14 წუთი გასტანა.

საბოლოოდ ბასილაშვილმა პირველი სეტის ტაიბრეიკით წაგების შემდეგ ძალები მოიკრიფა და დარჩენილი 2 სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 6-7, 6-4, 6-3 გაიმარჯვა.
ქართველი ჩოგბურთელი დუბაის ღია პირველობის 1/4 ფინალში გავიდა. იქ კი მას ორთაბრძოლის გამართვა ტურნირზე მე-6 ნომრად განთესილ ხორვატ ბორნა ჩორიჩსა და გამოცდილ ჩეხ თომას ბერდიხს შორის საუკეთესოსთან მოუწევს.

დღეს, ჩორიჩისა და ბერდიხის შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება.

Comments

კომენტარები